Gorgasali

უნივერსიტეტი "გორგასალი" 20 წლისაა!

Deutschland online bookmaker http://artbetting.de/bet365/ 100% Bonus.

დამტკიცებულია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე 27.11.2011 ოქმი N11

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ”გორგასალი” მისიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა წვლილის შეტანა საქართველოს ინტელექტუალური და საკადრო პოტენციალის ფორმირებაში. ამრიგად, უნივერსიტეტის დინამიური განვითარებისა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვების პრიორიტეტებად მიჩნეულია განათლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება და სრულყოფა კონკრეტული სტრატეგიული მიმართულებებით.

პირველი მიმართულებაა ორიენტაცია მომხმარებლებზე, კერძოდ:
სტუდენტზე - ისეთი საგანმანათლებლო მომსახურებით, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მაღალ პროფესიულ კომპეტენტურობას, შრომითმოწყობასა და კარიერულ ზრდას; 
კურსდამთავრებულთა დამსაქმებლებზე - სახელმწიფოსა და ბიზნესისათვის აუცილებელი სპეციალობების მაღალი პროფესიული დონის სპეციალისტების მომზადებით;
საზოგადოებაზე - უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მაღალი მორალურ-ზნეობრივი თვისებების, სოციალური ფასეულობებისა და პრინციპული მოქალაქეობრივი პოზიციის ფორმირების გზით;
დამფუძნებლებზე - მათ მიერ განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით უნივერსიტეტის ეფექტიანი საქმიანობისთვის გამოყოფილი მატერიალური და ფინანსური სახსრების რაციონალური გამოყენების გზით.
მეორე სტრატეგიული მიმართულებაა - უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ლიდერობა, რომელიც განსაზღვრავს მიზნებს, ამოცანებსა და სტრატეგიას ხარისხის დარგში და გაუძღვება უნივერსიტეტის კოლექტივს.
მესამე მიმართულებაა - უნივერსიტეტის პერსონალის აქტიური ჩართვა მათი საქმიანობის ხარისხის სრულყოფასა და განვითარებაში შრომის პირობების გაუმჯობესების, მორალური და მატერიალური სტიმულირების, განათლების ხარისხზე თითოეული მუშაკის კომპეტენციის ფარგლებში პირადი პასუხისმგებლობის ამაღლების გზით. 
მეოთხე სტრატეგიული მიმართულებაა - ინფორმაციული გახსნილობა, როგორც ნივერსიტეტის განვითარებისა და თვითკონტროლის მექანიზმის ელემენტი, რაც აუცილებელია ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეფექტიანი ურთიერთობისა და საქმიანი პარტნიორების ნდობის მოსაპოვებლად უნივერსიტეტის მიმართ.

განათლების ხარისხის დარგში უნივერსიტეტის მთავარი მიზნებია:

• მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება საგანმანათლებლო მომსახურებაზე, ინტელექტუალურ, კულტურულ და ზნეობრივ განვითარებაზე, უმაღლესი განათლების მიღების გზით;
• მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა უმაღლესი განათლების ორივე საფეხურზე;
• აღნიშნული მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულია შემდეგი ამოცანები: 
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშავება, დანერგვა და მუდმივი გაუმჯობესება, რაც განაპირობებს სასწავლო პროცესის უწყვეტ სრულყოფას სტუდენტთა, უნივერსიტეტის პერსონალის, დამსაქმებელთა, სახელმწიფოსა და საზოგადოების მოლოდინისა და მოთხოვნის საფუძველზე;
- საგანმანათლებლო პროცესის სასწავლო-მეთოდური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარისხის მუდმივი ამაღლება, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;
უნივერსიტეტის მართვის ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფა მისი საქმიანობის ძირითადი პროცესების ოპტიმიზაციისა და სპეციალისტების მომზადების ხარისხის ამაღლების მიზნით;
- ინოვაციური გარემოს შექმნა უნივერსიტეტში;
- პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის პროფესიული ოსტატობის ზრდისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა; 
- აქტიური საერთაშორისო ურთიერთკავშირების დამყარება სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან;
- სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული მხარისათვის ზუსტი, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ; 
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა იღებს ვალდებულებას გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება იმისათვის, რომ წინამდებარე დოკუმენტის სახით წარმოდგენილი და ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი, ხარისხის დარგში შემუშავებული პოლიტიკის მიზნები და ამოცანები დაიყვანოს პროფესორ-მასწავლებლებამდე, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის თითოეულ მუშაკამდე და უზრუნველყოს მათი ეფექტიანი რეალიზაცია.

Download Template Joomla 3.0 free theme.