Gorgasali

იხილეთ განახლებული ვებგვერდი: WWW.UNIGEO.EDU.GE

Deutschland online bookmaker http://artbetting.de/bet365/ 100% Bonus.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის „გორგასალი“ 
შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი

1. ზოგადი დებულებები
შინაგანაწესი შემუშავებულია უმაღლესი განათლებისა და შრომის დაცვის დარგში საქართველოს საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, უნივერსიტეტის წესდების საფუძველზე. დოკუმენტი განსაზღვრავს უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის უფლებებსა და მოვალეობებს, წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებს.
შინაგანაწესი განხილულია უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში და დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს სხდომაზე (ოქმი #1, 23 იანვარი 2012 წელი).
უნივერსიტეტის შინაგანაწესი მიზნად ისახავს:
• სტუდენტთა უფლებების დაცვას;
• შრომის დისციპლინის დაცვას;
• პერსონალის უფლებების დაცვას;
• სწავლისა და პერსონალის საქმიანობის უსაფრთხო პირობების შექმნას.

2. შინაგანაწესის მოქმედების სფერო
1. შინაგანაწესი ვრცელდება უნივერსიტეტის სტუდენტებზე, აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალზე, აგრეთვე მოწვეულ სპეციალისტებზე.
2. უნივერსიტეტის სტუდენტები და პერსონალი ვალდებულნი არიან, დაიცვან წინამდებარე შინაგანაწესი, უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტები.

3. სტუდენტების უფლებები და მოვალეობები
უნივერსიტეტის სტუდენტები არიან ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“ და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხენ ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების გასავლელად.
სტუდენტის აკადემიური და ფინანსური ვალდებულებები განსაზღვრულია თითოეული მათგანის მიერ უნივერსიტეტთან დადებულ ხელშეკრულებაში, ხოლო მათი უფლებები და მოვალეობები - წინამდებარე შინაგანაწესით.
სტუდენტს აქვს უფლება:
1.სწავლის პერიოდში ისარგებლოს აუდიტორიებით, ბიბლიოთეკით, კომპიუტერული კლასებით, სწავლებისათვის სხვა აუცილებელი საშუალებებითა და მოწყობილობით;
2.აირჩიოს სასწავლო პროგრამა და ლექტორი (იმ შემთხვევაში, როდესაც ერთსა და იმავე სალექციო კურსს კითხულობს რამდენიმე ლექტორი), ისწავლოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, აირჩიოს სასწავლო დისციპლინები, აგრეთვე სხვა საგანმანათლებლო პროგრამებიდან (რომლებსაც არ გააჩნია წინაპირობა), შეისწავლოს მომიჯნავე სპეციალობა.
3.შეაფასოს საგანამანათლებლო პროგრამისა და სწავლების ხარისხი, მიმართოს ფაკულტეტის ან აუცილებლობის შემთხვევაში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, ცოდნის შეფასების ობიექტურობასთან დაკავშირებით. 4.ცალმხრივად, ვადამდე ადრე შეწყვიტოს უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულება, შეწყვიტოს და განაახლოს სწავლა დადგენილი წესის მიხედვით;
5.მიიღოს სწავლების პროცესთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია;
6.ისარგებლოს სიტყვისა და აზრის თავისუფლებით, გამოხატოს შეხედულებები სამეცნიერო, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და კულტურულ საკითხებზე, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და უნივერსიტეტის სამართლებრივ აქტებს;
7.გაერთიანდეს კლუბებში, საზოგადოებებში, სტუდენტურ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში;
8.აირჩიოს და არჩეულ იქნას სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოებში;
9.მიიღოს მონაწილეობა უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში;
10.მისი, როგორც სტუდენტის უფლებების შელახვის შემთხვევაში მიმართოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
სტუდენტი ვალდებულია:
11. შეასრულოს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული დავალებები;
12. დაესწროს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მეცადინეობებს, დროულად გამოცხადდეს ლექციებზე, სემინარებსა და გამოცდებზე;
13. დადგენილ ვადებში ჩააბაროს გამოცდები, საკურსო და საკვალიფიკაციო ნაშრომები;
14. დაიცვას უნივერსიტეტის წესდებით, სხვა სამართლებრივი აქტებით, წინამდებარე შინაგანა-წესით განსაზღვრული მოთხოვნები;
15. იხელმძღვანელოს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებებით, რექტორის მოადგილეების, ფაკულტეტის დეკანის, ჯგუფის კურატორის, უნივერსიტეტის ადმინისტარაციის ხელმძღვანელის განკარგულებებით;
16. დროულად და სრულად შეასრულოს უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები;
17. დაიცვას სტუდენტის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები.

სრულად...

Download Template Joomla 3.0 free theme.