Gorgasali

იხილეთ განახლებული ვებგვერდი: WWW.UNIGEO.EDU.GE

Deutschland online bookmaker http://artbetting.de/bet365/ 100% Bonus.

რექტორი: პროფესორი მზია ქათამაძე
1968-1974წ. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დასავლეთ ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გერმანული ენის ფილოლოგიის და გერმანული ენის მასწავლებლის კვალიფიკაციით.
1977-1997წ. მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს სამეცნიერო-მეთოდურ ცენტრში უცხო ენის მეთოდისტად. გამოქვეყნებული აქვს მეთოდური ნაშრომები და დამხმარე სახელმძღვანელოები: გერმანული ანბანი, გერმანული ენის გრამატიკა, სავარჯიშოების კრებული გერმანულ ენაში და სხვა.
1992 წელს დაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სინქრონული თარგმნის უმაღლესი კურსები. 
1992 წელს აირჩიეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად.
1992-95 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომისიის წევრი.
1997 წლიდან არის თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტ "გორგასალის" რექტორი
2001 წლიდან არჩეულია საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად.
2008 წელს მონაწილეობდა ისრაელის საერთაშორისო კონფერენციაში. 
2008-2009წ. მონაწილეობდა ოქსფორდის ლიდერთა სამიტში.
2009 წელს აირჩიეს ევროპის რექტორთა კლუბის წევრად.
2010 წელს მიენიჭა ვენის უნივერსიტეტის პროფესორის წოდება.
2010 წელს მონაწილეობდა ევროპის საერთაშორისო ფორუმში, რომელიც შედგა იტალიის ქ. ტურინში

Download Template Joomla 3.0 free theme.