Gorgasali

უნივერსიტეტი "გორგასალი" 20 წლისაა!

Deutschland online bookmaker http://artbetting.de/bet365/ 100% Bonus.

 თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის „გორგასალი“ აკადემიური საბჭოს რეგლამენტი

თავი I. 
ზოგადი დებულებები

 

  • თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ „გორგასალის“ (შემდეგში – „უნივერსიტეტი“) აკადემიური საბჭო (შემდეგში – აკადემიური საბჭო) უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც განსაზღვრავს უნივერსიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს, ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების პროგრამების შექმნას და ახორციელებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
  • აკადემიური საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: 
    მიღებული გადაწყვეტილებების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებული პირისათვის; 
    აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიური თავისუფლების ხელშეწყობა; 
    უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლენბელთა, პერსონალისა და სტუდენტების თანასწორუფლებიანობა მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა;
    არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა, კონკურსის საჯაროობა;
  • აკადემიური საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და სხვა ნორმატიული აქტის შესაბამისად;
  • უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინამდებარე რეგლამენტი განსაზღვრავს აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების განხორციელების წესს, პროცედურას და სავალდებულოა ყველა წევრისათვის.

თავი II. 
აკადემიური საბჭოს შემადგენლობა

  • აკადემიური საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნას სრული და ასოცირებული პროფესორი, სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი და წარჩინებული სტუდენტი;
  • აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას;
  • აკადემიური საბჭოს შემადგენლობა ექვემდებარება განახლებას ერთი მესამედით, ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ნახევარი ვადის გასვლის შემდეგ;
  • აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედიან: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – უნივერსიტეტის რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები;
  • აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს ორი წარმომადგენელი;
  • აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილება წყდება „უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილ შემთხვევებში.

თავი III.
აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

  • აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს აკადემიური საბჭოს მდივანი;
  • აკადემიური საბჭოს მდივანს, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ირჩევს აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

თავი IV. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება

  • აკადემიური საბჭოს საქმიანობა ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდების, მომქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე რეგლამენტის შესაბამისად. 
    აკადემიური სააბჭო:
    ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს   უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას,
    ბ) ფაკულტეტის ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანამანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს,
    გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას,
    დ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულების განხილვაში; ამტკიცებს უნივერსიტეტის წესდებასა და მასში შესატან ცვლილებებს,  სტრუქტურული ერთეულების დებულებებს,
    ე) შეიმუშავებს და ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, სტუდენტის ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს,
    ვ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს, რექტორის წარდგინებით,
    ზ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს, რექტორის წარდგინებით,
    თ) ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების წარდგინებით,
    ი) ადგენს სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციების, აგრეთვე უმაღლესი და სახელობო განათლების კრედიტების ცნობის წესს,
    ვ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს,
    ლ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სწავლის ყოველწლიური და სემესტრული გადასახადის ოდენობას.
    მ)  უნივერსიტეტის წესდებით შემუშავებული და სხვა გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში წევრებისაგან, ხმათა უმრავლესობით, ქმნის დროებით კომისიებს, კომისია ამზადებს საკითხს და განსახილველად  გამოაქვს აკადემიური საბჭოს სხდომაზე,
    ნ)  საჭიროების შემთხვევაში იწვევს ექსპერტს.
    ო) თანხმობას უცხადებს რექტორს, უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერის ან საზოგადო მოღვაწისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების თაობაზე.
    პ) განსაზღვრავს პროფესორის-მასწავლებელთა დატვირთვის ზღვრულ ოდენობას;
    ჟ) განიხილავს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს;
    რ) პერიოდულად განიხილავს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ქვედანაყოფების ანგარიშებს.

თავი V. 
აკადემიური საბჭოს სხდომაზე განსახილველად საკითხიების მომზადებისა და შეტანის წესი

  • აკადემიური საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ განაცხადი უნდა შევიდეს აკადემიური საბჭოს მდივანთან წერილობითი ფორმით;
  • აკადემიური საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ განაცხადი, დადგენილების პროექტთან ერთად უნდა შევიდეს აკადემიური საბჭოს მდივანთან უახლოეს სხდომამდე არა უგვიანეს სამი დღით ადრე წერილობითი ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი განხილვა საბჭოს უახლოეს სხდომაზე არ მოხდება;
  • განსახილველად მიღებული განაცხადი აკადემიური საბჭოს მდივანს, საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, შეაქვს სხდომის დღის წესრიგში;
  • აკადემიური საბჭოს წევრებს სხდომის ჩატარებამდე მინიმუმ სამი დღით ადრე, წინასწარი გაცნობის მიზნით, დაეგზავნებათ საბჭოს დღის წესრიგი და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე განსახილველი საკითხების ელექტრონული ვერსია;
  • აკადემიურისაბჭოს სხდომაზე განსახილველად გამოტანილ საკითხზე პასუხისმგებლობა აკადემიური საბჭოს წინაშე ეკისრება კომისიას, საბჭოს წევრს ან შესაბამის სამსახურს.

.

თავი VI. 
დღის წესრიგი

  • აკადემიური საბჭოს მდივანი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს საბჭოს მომავალ სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას – დღის წესრიგის პროექტს;
  • დღის წესრიგში განსახილველი საკითხის დამატების ინიციატივის უფლება აქვს აკადემიური საბჭოს წევრს, თუ იგი სხდომის ჩატარებამდე სამდივნოს და აკადემიური საბჭოს წევრებს წერილობით წარუდგენს ინფორმაციას განსახილველი საკითხის შესახებ;
  • დღის წესრიგის დამტკიცება ხდება აკადემიური საბჭოს შესაბამისი სხდომის დაწყებისთანავე, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით.

თავი VII.
აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი

  • აკადემიური საბჭოს სხდომებს, როგორც წესი, თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის რექტორი (ან რექტორის მოვალეობის შემსრულებელი);
  • რექტორის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს მისი ერთ-ერთი წევრი, რომლის არჩევაც ხდება საბჭოს მიერ, ღია კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით;
  • აკადემიური საბჭო, როგორც წესი, იკრიბება თვეში ორჯერ, ყოველი თვის პირველ და მესამე ორშაბათს, 1600 საათზე;
  • აკადემიური საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის ან წევრთა 1/3 -ის მოთხოვნით;
  • საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი;
  • აკადემიური საბჭოს სხდომაზე, ცალკეული საკითხების განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, საბჭოს წევრების გარდა შესაძლებელია მოწვეულ იქნას ადმინისტრაციის წარმომადგენლები და აგრეთვე ის პირები, რომლებიც დაკავშირებული არიან სხდომის დღის წესრიგის ერთ–ერთ საკითხთან;

თავი VIII. 
ოქმის წარმოება

  • აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის ოქმს ადგენს აკადემიური საბჭოს მდივანი სხდომის მიმდინარეობის პროცესში განხორციელებული ჩანაწერის საფუძველზე;
  • ოქმი ფორმდება წერილობით და მოიცავს: 
    უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დასახელებას და ნომერს (თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ „გორგასალის“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N..); 
    სხდომის თარიღს, დაწყების დროს; 
    სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა სიას; 
    დღის წესრიგს; 
    სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს; 
    განსახილველ საკითხზე წერილობით განმარტებებს, რომლებიც გადაეცემა მდივანს ოქმის დანართის სახით; 

    თავი IX. 
    რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

  • აკადემიური საბჭოს რეგლამენტში ცვლილებები და დამატებები ხორციელდება აკადემიური საბჭოს შესაბამისი დადგენილებით. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე (სხდომის თავმჯდომარე) და აკადემიური საბჭოს მდივანი (სხდომის მდივანი).

თავი X. 
აკადემიური საბჭოს რეგლამენტის ამოქმედება

  • უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტი ძალაშია აკადემიური საბჭოს მიერ შესაბამისი დადგენილების მიღებისთანავე.

 

Download Template Joomla 3.0 free theme.