Gorgasali

უნივერსიტეტი "გორგასალი" 20 წლისაა!

Deutschland online bookmaker http://artbetting.de/bet365/ 100% Bonus.

უნივერსიტეტის განვითარების ერთწლიანი გეგმა

დამტკიცებულია უნივერსიტეტის აკადემიური

 საბჭოს  სხდომაზე ( 03.09.2014 წ. ოქმი N1)

წინამდებარე გეგმა ნაწილია უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული პროგრამისა. იგი ძირითადად ორიენტირებულია უნივერსიტეტის ინტელექტუალური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ეფექტიანად გამოყენებაზე, უცხოეთის უნივერსიტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამების შექმნასა და რეალიზაციაზე, აკადემიური პროგრამების მოდერნიზაციაზე, საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხის ამაღლებაზე, სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის სრულყოფაზე, დამსაქმებლებთან კავშირებისა და სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის ბაზის გაფართოებაზე. 

ღონისძიებების გეგმა

(2014-2015 სასწავლო წელი)

• მონაწილეობა TEMPUS-ის პროექტით 544191-TEMPUS-1-2013-1-PT-TEMPUS-JPCR გთვალისწინებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების "სასტუმრო მეურნეობის მენეჯმენტი" შემუშავებასა და დანერგვაში.

• TEMPUS-ის აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფის გრძელვადიანი სტაჟირება საფრანგეთში (გრენობლის უნივერსიტეტი).

• მონაწილეობა ახალ ევროპული უნივერსიტეტთან (ნიდერლანდები) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში.

• სამართლის, სტომატოლოგიის, ინგლისური ფილოლოგიის ახალი საბაკალავრო   პროგრამების რეალიზაცია.

• ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების მოდერნიზაცია.

• საქართველოს სამეცნიერო და სასწავლო ცენტრების პოტენციალის გამოყენება მათი წამყვანი სპეციალისტების, პროფესორ-მასწავლებლების მოწვევისა  და სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ჩართვის გზით.

• საუნივერსიტეტო კონფერენციის ჩატარება.

• უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის ატესტაცია.

• სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის ბაზის გაფართოება.

• სააუდიტორიო მეცადინეობების პროცესში გამოყენებული ინფორმაციული ტექნოლოგიების სრულყოფა, კომუნიკაციისა და ვიზუალიზაციის ტექნიკური საშუალებების განახლება.  

 

Download Template Joomla 3.0 free theme.