Gorgasali

უნივერსიტეტი "გორგასალი" 20 წლისაა!

Deutschland online bookmaker http://artbetting.de/bet365/ 100% Bonus.

უნივერსიტეტის განვითარების ერთწლიანი გეგმა


დამტკიცებულია უნივერსიტეტის აკადემიური
საბჭოს სხდომაზე (5.09.2013 წ. ოქმი N 10)

წინამდებარე გეგმა შესაბამისობაშია უნივერსიტეტის მისიასთან და შემადგენელი ნაწილია უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული პროგრამისა. იგი ძირითადად ორიენტირებულია უცხოეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გააქტიურებაზე, მათთან ერთობლივი სასწავლო პროგრამების შექმნაზე, არსებული აკადემიური პროგრამების მოდერნიზაციაზე, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხის, სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის სრულყოფასა და პოტენციურ დამსაქმებლებთან კავშირების გაფართოებაზე.

 

ღონისძიებების გეგმა

(2013-2014 წელი)

• მონაწილეობა TEMPUS-ის პროექტით 544191-TEMPUS-1-2013-1-PT-TEMPUS-JPCR გთვალისწინებული საბაკალავრო (Licence) და მაგისტრატურის პროფესიული კურსის "სასტუმროების საქმიანობის მენეჯმენტი საქართველოს, აზერბაიჯანისა და მოლდოვას ტურისტული ინდუსტრიის განვითარებისათვის" შემუშავებაში.

• მონაწილეობა ახალ ევროპული უნივერსიტეტთან (ნიდერლანდები) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავებაში.

• სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, სტომატოლოგიის, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო და საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის ახალი სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაციისათვის მზადება.

• სასწავლო პროგრამების ადეკვატურობის - ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეალიებთან მათი შესაბამისობის ანალიზი და შესაბამისი კორექტირება.

• საქართველოს სამეცნიერო და სასწავლო ცენტრების პოტენციალის გამოყენება მათი წამყვანი სპეციალისტების, პროფესორ-მასწავლებლების მოწვევისა და სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ჩართვის გზით.

• საუნივერსიტეტო კონფერენციის ჩატარება "თანამედროვეობა: თეორია და პრაქტიკა"

• უნივერსიტეტის Web-საიტის მოდერნიზაცია.

• ტურიზმის დარგის მომავალი სპეციალისტების მომზადების, პროფესიული საქმიანობის ჩვევების ჩამოყალიბერბის მიზნით, ააიპ "ტურიმზის გეოინფორმაციულ ცენტრთან" ერთად ბიზნეს-ინკუბატორის შექმნა, სადაც სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას ახალი ტურისტული მარშრუტების საველე და კამერალურ კვლევებსა და პროექტირებაში GPS ტექნოლოგიების გამოყენებით, აგრეთვე სტუდენტური ბიზნეს პროექტების განხორციელებაში.

• მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენება და გაუმჯობესება. სააუდიტორიო მეცადინეობის პროცესის უზრუნვეყოფა ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომუნიკაციისა და ვიზუალიზაციის ტექნიკური საშუალებებით.

Download Template Joomla 3.0 free theme.