Gorgasali

იხილეთ განახლებული ვებგვერდი: WWW.UNIGEO.EDU.GE

Deutschland online bookmaker http://artbetting.de/bet365/ 100% Bonus.

უნივერსიტეტის განვითარების ერთწლიანი გეგმა

წინამდებარე გეგმა შემადგენელი ნაწილია უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული პროგრამისა. გასული, 2012-2013 სასწავლო წლის გეგმა ძირითადად ითვალისწინებდა ნორმატიულ-მეთოდური დოკუმენტების კომპლექსის შემუშავებას. წინამდებარე გეგმა კი ორიენტირებულია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და ორგანიზაციულ-მმართველობითი, საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობის სრულყოფასა, საერთაშორისო კავშირების გაღრმავებასა და პოტენციურ დამსაქმებლებთან კავშირების გაფართოებაზე.

 

ღონისძიებების გეგმა

(2012-2013 წელი)

• უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და სამართლის საბაკალავროი პროგრამის აკრედიტაციისათვის მზადება.

• უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და მმართველობითი საქმიანობის ინფორმატიზაციის კომპიუტერული და საკომუნიკაციო უზრუნველყოფის მიზნით სასწავლო პროცესის მართვის ავტომატიზებული სისტემის დანერგვა.

• თანამშრომლობის გაფართოება საზღვარგარეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან. ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება პარტნიორ-უნივერსიტე-ტებთან.

• ფიზიკური და იურიდიული პირების, სოციალურად დაუცველი ოჯახების, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების საკონსულტაციო მომსახურების საუნივერსიტეტო ცენტრის - იურიდიული კლინიკის შექმნა. • უნივერსიტეტის Web-საიტის სტრუქტურული მოდერნიზაცია.

• მომავალი მენეჯერების, ფინანსისტებისა და ეკონომისტების მომზადების, საბანკო, საფინანსო და საბუღალტრო დისციპლინების სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობების ეფექტიანობის ამაღლების, პროფესიული საქმიანობის ჩვევების ჩამოყალიბერბის მიზნით, უნივერსიტეტში საქართველოს ან მის ტერიტორიაზე მოქმედ ერთ-ერთ კომერციულ ბანკთან ერთად სასწავლო ბანკის შექმნა, სადაც თავად სტუდენტები შეასრულებენ ძირითად საბანკო ოპერაციებს, დაეუფლებიან თანამედროვე საბანკო ტექნოლოგიებს.

Download Template Joomla 3.0 free theme.