Gorgasali

იხილეთ განახლებული ვებგვერდი: WWW.UNIGEO.EDU.GE

Deutschland online bookmaker http://artbetting.de/bet365/ 100% Bonus.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სისტემაში განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა დიდი გავლენა მოახდინა საგანმანათლებლო მომსახურების ბაზრის ფუნქციონირებაზე, განათლების მთელ სისტემაზე, განაპირობა უნივერსიტეტების მოქნილი ადაპტაციის აუცილებლობა სოციალურ გარემოსთან. ყოველივე ეს მოითხოვს არა მხოლოდ შეგუებას ახალ რეალიებთან, არამედ უნივერსიტეტის განვითარების აქტიურ, შემოქმედებით სტრატეგიას. ამასთან დაკავშირებთ, უნივერსიტეტის 2011 წლის 20 დეკემბრის აკადემიური საბჭოს სხდომაზე მიღებულია სასწავლო უნივერსიტეტ ”გორგასალის” 2012-2018 წლების განვითარების სტრატეგიული პროგრამა (კონცეფცია).
განვითარების მოცემულმა სტრატეგიამ და უნივერსიტეტის მისიამ უნდა შექმნას მასზე წარმოდგენა არა მხოლოდ როგორც საგანმანათლებლო მომსახურების მწარმოებელზე, არამედ როგორც შემოქმედებით ერთეულზე, რომლის სოციოკულტურული ფუნქცია გულისხმობს ცოდნისა და ფასეულობების, მეთოდოლოგიის, ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის წარმოებას.
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ ”გორგასალის” განვითარების სტრატეგიული პროგრამის მთავარი მიზანია შემდაგი საკვანძო კომპონენტების ერთობლიობა: საგანმანათლებლოს, კულტურულის, ინოვაციურისა და სამეწარმეოს.

    • საგანმანათლებლო კომპონენტი გულისხმობს კლასიკური განათლების ბაზაზე ინოვაციური განათლების განვითარებას. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას აქტუალური თანამედროვე მიმართულებებით;
    • კულტურული კომპონენტი - ქვეყანაში კულტურული და სოციალური გარემოს ცვლილების ხელშეწყობას უმაღლესი განათლების პროცესში სტუდენტთა პროფესიული ცოდნის, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და სულიერი განვითარების კომპონენტების შერწყმის გზით;
    • ინოვაციური კომპონენტი - სპეციალისტების მაღალხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას ინოვაციური სასწავლო კურსების დანერგვის, სტუდენტთა ინოვაციური აზროვნების განვითარების გზით;
    • სამეწარმეო კომპონენტი - სტუდენტთა სოციალურად ორიენტირებული სამეწარმეო აქტივობის განვითარებას, ბიზნესის წარმომადგენელთა ჩართვას უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში.
    • უნივერსიტეტის ეფექტიანი ფუნქციონირება მჭიდროდაა დაკავშირებული მისი განვითარების სტრატეგიულ ორიენტირებთან. საქართველოს უმაღლესი განათლების დარგში მიმდინარე რეფორმის, განათლების სისტემის განვითარების ტენდენციების, უნივერსიტეტის არსებული და პოტენციური რესურსების ანალიზი გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები ექვსწლიან პერიოდში უნივერსიტეტის დინამიკური განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.

უნივერსიტეტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები 2012-2018 წლების განვითარების სტრატეგიული პროგრამის ფარგლებში
ორგანიზაციულ-მმართველობითი საქმიანობის დარგში:

    • უნივერსიტეტის მართვის სისტემის ოპტიმიზაცია, ორგანიზაციული საქმიანობის სრულყოფა სტრუქტურულ ერთეულებში ე.წ. ”კრიზისული მმართველობითი წერტილების” გამოვლენისა და სისტემატური ანალიზის, უფლებამოსილების დროული დელეგირების, ფუნქციებისა და დავალებების დუბლირების თავიდან აცილების, შემსრულებელთა პასუხიმგებლობის ამაღლებისა და მათი ეფექტიანი თანამოქმედების, უწყვეტი ვერტიკალური და ჰორიზონტალური მმართველობითი ინფორმაციული ნაკადების უზრუნველყოფის გზით.
    • შიდასაუნივერსიტეტო ინტეგრაციის, ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება სასწავლო პროცესის ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით.
    • უნივერსიტეტის ნორმატიული ბაზის სრულყოფა გარემოს ახალი რეალიების გათვალისწინებით. შიდასაუნივერსიტეტო ნორმატიული დოკუმენტების კომპლექსური პაკეტის შემუშავება.
    • კონტროლის გაძლიერება უნივერსიტეტის წესდებისა და იმ ლოკალური აქტების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, რომლებიც წარმოადგენენ უნივერსიტეტის სამართლებრივი, საგანმანათლებლო, ფინანსური და სხვა საქმიანობის ბაზას.
    • უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების შემუშავების აქტივიზაცია და მათი კოორდინაცია, როგორც შემუშავების, ასევე რეალიზაციის ეტაპზე.
    • კავშირების გაფართოება პოტენციურ დამსაქმებლებთან, კურსდამთავრებულებთან უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობაში მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით. კურსდამთავრებულთა პოტენციურ დამსაქმებლებთან უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების მჭიდრო თანამშრომლობის სისტემის შემუშავება. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კლუბის შექმნა.
    • უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის სრულყოფა.
    • უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და მმართველობითი საქმიანობის ინფორმატიზაციის კომპიუტერული და საკომუნიკაციო უზრუნველყოფა. ამ მიზნით უნივერსიტეტის მართვის ავტომატიზებული სისტემის დანერგვა (უნივერსიტეტის ადმინისტრაციული იერარქიის ყველა დონეზე, დოკუმენტებთან მუშაობის ციფრული ტექნოლოგიის გამოყენება).
    • საუნივერსიტეტო კორპორაციული კულტურის ელემენტების დანერგვა (უნივერსიტეტის ხარისხის საყოველთაო მართვის - TQM სისტემის დანერგვა საერთაშორისო სტანდარტების ISO 9001-2008 სერიის საფუძველზე).

საგანმანათლებლო საქმიანობის დარგში:

    • საგანმანათლებლო პროცესის მართვის ეფექტიანი მექანიზმების ფორმირება და დანერგვა.
    • ერთიანი მიდგომის ფორმირება საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი პროცესისადმი.
    • სწავლების მეთოდების ოპტიმიზაცია, ახალი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო პროცესში.
    • სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობის როლის ამაღლება თვითგანათლების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების გზით.
    • თანამშრომლობის გაფართოება საზღვარგარეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან. ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება პარტნიორ-უნივერსიტე-ტებთან, ორმაგი დიპლომების გაცემა.

      აღმზრდელობითი საქმიანობის დარგში:

    • ყოველმხრივ განვითარებული პიროვნების ფორმირების მიზნით სტუდენტთა აღზრდის ხანგრძლივვადიანი პროგრამების შემუშავება და რეალიზაცია.
    • სტუდენტთა კულტურული და თავისუფალი დროის გამოყენების პროგრამის შემუშავება.
    • სტუდენტური თვითმმართველობის სისტემის განვითარება.
    • სტუდენტთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის ორგანიზაცია.
    • სტუდენტთა შორის საუნივერსიტეტო კორპორაციული კულტურის ფასეულობათა დანერგვა.
    • სტუდენტთა განათლების, აღზრდისა და პიროვნების განვითარების მიმართუ-ლებების თანმიმდევრული დაახლოება; მათთვის პროფესიულ თვისებებთან ერთად შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის, მოქალაქეობრიობისა და პატრიოტიზმის, კომუნიკაციური თვისებების ჩამოყალიბება.

ინოვაციური საქმიანობის დარგში:

    • ფიზიკური და იურიდიული პირების, სოციალურად დაუცველი ოჯახების, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების საკონსულტაციო მომსახურების საუნივერსიტეტო ცენტრის შექმნა (იურიდიული კლინიკა, კომპიუტერული მომსახურება).

ფინანსური საქმიანობის დარგში:

    • უნივერსიტეტის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და შესაძლო რისკების ანალიზი.
    • ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილისა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის პერიოდული ანალიზი ფინანსური სახსრების ეფექტიანი გამოყენების კორექტირებისა და კოორდინაციის მიზნით.

მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების დარგში:

    • უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების პერსპექტიული გეგმის შემუშავება, მისი რეალიზაციის ეფექტიანი კონტროლის განხორციელება.
    • სასწავლო-ლაბორატორიული მოწყობილობის განახლების პროგრამის შემუშავება და რეალიზაცია.

საკადრო პოლიტიკის დარგში:

    • უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების (პირველ რიგში ახალ ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან და მენეჯმენტთან დაკავშირებული) კომპლექსური პროგრამის შემუშავება და რეალიზაცია უნივერსიტეტის პოტენციალის გამოყენებით.

საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობის დარგში:

  • უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული საინფორმაციო-ანალიტიკური და სარეკლამო საქმიანობის განვითარება, საგანმანათლებლო პროდუქტის წინ წაწევა საგანმანათლებლო მომსახურების ბაზარზე.
  • პერიოდული მარკეტინგული კვლევების ჩატარება შრომის ბაზრისა და საგანმა-ნათლებლო მომსახურებაზე მოთხოვნის შესწავლის მიზნით.
  • უნივერსიტეტის სტუდენტთა და პერსონალის რეგულარული გამოკითხვებისა და ანკეტირების ჩატარება სასწავლო პროცესის ხარისხის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ბიბლიოთეკის მუშაობის შესახებ.
  • თანამშრომლობის გაფართოება საკუთრების სხვადასხვა ფორმის ორგანიზაციებთან უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შრომითმოწყობის, პროფესიული გადამზა-დების, PR-კომპანიების და მარკეტინგული კვლევების ჩატარების მიმართულებით.
  • უნივერსიტეტის Web-საიტის სტრუქტურული მოდერნიზაცია, ინფორმაციული განახლება ცვლილებების ოპერატიული ასახვის მიზნით.
  • საქმიანობის აღნიშნული პრიორიტეტების რეალიზაცია განაპირობებს უნივერსიტეტის მდგრად განვითარებას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. საგანმანათლებლო სფეროში მიზნადაა დასახული კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მაღალი დონის უზრუნველყოფა შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით და საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების, პარტნიორ-უნივერსიტეტების რიცხვის გაფართოების, მათთან თანამშრომლობის განმტკიცების გზით. უნივერსიტეტის საქმიანობის ოპტიმიზაციის მიზნით გათვალისწინებულია მართვის პროცესში საზოგადოებრივი საწყისების გამოყენება

Download Template Joomla 3.0 free theme.