Gorgasali

იხილეთ განახლებული ვებგვერდი: WWW.UNIGEO.EDU.GE

Deutschland online bookmaker http://artbetting.de/bet365/ 100% Bonus.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ”გორგასალი” მისია

    ხარისხიანი, ხელმისაწვდომი თანამედროვე განათლების უზრუნველყოფა ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების, გამოცდილი და აგრეთვე ახალი ფორმაციის სპეციალისტების კვალიფიკაციის მეშვეობით, რომლებსაც გააჩნიათ უშუალოდ მეცნიერებაში (მედიცინაში, ეკონომიკაში, ფილოლოგიაში, სამართალში), წარმოებასა და სამეწარმეო საქმიანობაში მიღებული ცოდნის პრაქტიკული რეალიზაციის უნარი. ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ხელი შეუწყონ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში.
ტრანსფორმირება ინოვაციური ტიპის უნივერსიტეტად, რომელიც შესთავაზებს ახალგაზრდებს ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი , სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას.
ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, ორიენტაცია დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე, სტუდენტთა პიროვნული პოტენციალის რეალიზებასა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებაზე, ჰარმონული და მაღალზნეობრივი პიროვნების აღრდაზე.
თანამედროვე მოთხოვნის შესატყვისი კომპეტენციის ისეთი ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება, ვისაც ძალუძს სამეწარმეო იდეების წარმატებული განხორციელება. მათი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.

მომავლის ხედვა

უნივერსიტეტი განვითარდება და ჩამოყალიბდება, როგორც ინოვაციური ტიპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც შესთავაზებს სტუდენტებს ჩვენი ქვეყნისათვის აქტუალურ საგამანათლებლო პროგრამებს, რაც შეუწყობს ხელს საკადრო და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას.
უნივერსიტეტის საქმიანობა წარიმართება ინოვაციური განათლების, ინოვაციური კორპორაციული კულტურის ფორმირების გზით, მესამე თაობის საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის საფუძველზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მიკროგარემოსთან უნივერსიტეტის ურთიერთქმედების ინფრასტრუქტურის განვითარებას, სტრატეგიულ პარტნიორობას კურსდამთავრებულთა პოტენციურ დამსაქმებლებთან, უნივერსიტეტებთან და ბიზნესთან.

Download Template Joomla 3.0 free theme.