Gorgasali

უნივერსიტეტი "გორგასალი" 20 წლისაა!

Deutschland online bookmaker http://artbetting.de/bet365/ 100% Bonus.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ „გორგასალი“-ს საერთაშორისო და ევროპული კვლევების  ინსტიტუტი


   თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ „გორგასალში” (შემდგომში - უნივერსიტეტი ”გორგასალი”)  დაარსდა საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და ინტერკულტურული აკადემიური გაცვლის ხელშეწყობის  უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელიც   წარმოდგენილია  უნივერსიტეტ „გორგასალის” საერთაშორისო და ევროპული კვლევების  ინსტიტუტის   სახით,  შემოკლებით UNIES.
   UNIES-ში დასაქმებული  არიან თანამშრომლები  და მასწავლებლები საქართველოდან,  გერმანიიდან,  ჰოლანდიიდან,  შვეიცარიიდან, საბერძნეთიდან, ინგლისიდან,  მალაიზიიდან  და კავკასიის რეგიონის  სხვა  ქვეყნებიდან .
   UNIES-ის  თანამშრომელთა გუნდი დაუფლებულია  ინტერკულტურული კვლევების და სწავლების ხერხებს.  მათ   აქვთ  მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება სხვადასხვა საერთაშორისო   უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებთან.
   UNIES-ს  მიზანია  როგორც ქართველი სტუდენტების  სამომავლოდ    გლობალიზაციის  და ინტერნაციონალიზაციის გამოწვევებისათვის ოპტიმალურად მომზადება,  ასევე ქართული ენისა და კულტურის  კულტურათაშორის კონტექსტში მოქცევის ხელშეწყობა. იმისათვის, რომ სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს საერთაშორისო პროექტებსა (მაგ.UNESCO) და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა (როგორიცაა Erasmus და Tempus),  UNIES-ი  მათ სთავაზობს  საერთაშორისოდ აღიარებულ ენების სასერთიფიკატო  და სასწავლო პროგრამებს. ეს შესაძლებელი ხდება ევროპის, კავკასიის, აზიის, აფრიკის და ანგლო-ამერიკული სივრცის  სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. ეს ხელს უწყობს  ორმაგი დიპლომისა /Double-Degree  და სხვა პარტნიორული პროგრამების განხორციელებას და ასევე  საერთაშორისო კონფერენციების, სემინარებისა და სასერტიფიკატო კურსების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებას.
   საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო მეტ ურთიერთკავშირშია  საერთაშორისო ბაზრებთან. უფრო და უფრო მეტ  უცხოურ კომპანიას, კორპორაციას  და სამრეწველო კომპანიას აქვს წარმოდგენილი თავისი ფილიალები და ოფისები საქართველოში. ყველა დარგში საწარმოები და ბიზნესი  ეყრდნობა  საერთაშორისო დონის და კულტურათაშორისი  მომზადების მქონე პერსონალს და მართვის ფორმებს. იმისათვის, რომ  უნივერსიტეტ „გორგასალი“-ს კურსდამთავრებულები  უფრო სწრაფად დასაქმდნენ და მიიღონ სამუშაო ადგილები და ადგილები სტაჟირებისათვის, UNIES-ი  მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს და საერთაშორისო  სამრეწველო  და  სავაჭრო კომპანიებთან.  ეს უნიკალური ქსელი, ხელმისაწვდომი იქნება  კურსდამთავრებულების, სტუდენტებისა  და  თანამშრომლებისათვის.
   მჭიდრო  თანამშრომლობა  და ბიზნეს     ცოდნის  გაზიარება იძლევა  გარანტიას, რომ ჩვენი სასწავლო პროგრამები არა მარტო აკადემიური საჭიროებებისათვის იქნას გამოყენებული, არამედ   სწავლების შინაარსი იყოს ინოვაციური და ყოველთვის შეესაბამებოდეს ყველა დარგის  აქტუალურ მოთხოვნებს. ეს ქმნის კონკურენტულ უპირატესობას და აჩვენებს, რომ უნივერსიტეტ „გორგასალის”  დიპლომი  ისარგებლობს საერთაშორისო აღიარებით.

სრულად...

Download Template Joomla 3.0 free theme.