Gorgasali

იხილეთ განახლებული ვებგვერდი: WWW.UNIGEO.EDU.GE

Deutschland online bookmaker http://artbetting.de/bet365/ 100% Bonus.

ცვლილებები შეტანილი და დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს სხდომაზე
ოქმი №6 26.05.2012

 

დებულება
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შესახებ

ბიბლიოთეკის მისია

    1. სასწავლო, აღმზრდელობითი და აგრეთვე უნივერსიტეტის მმართველობითი პროცესების ხარისხიანი უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ინფორმაციის მიწოდების სისრულესა და ოპერატიულობას, ინფორმაციის მოძიების ეფექტიანი საშუალებების გამოყენებას, კომფორტული სამუშაო პირობების შექმნას ინფორმაციის მომხმარებლებისათვის

ზოგადი დებულებები

    1. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (შემდგომში–ბიბლიოთეკა) წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ასრულებს სასწავლო, სამეცნიერო, ინფორმაციულ და საგანმანათლებლო ამოცანებს, აქტიურად უწყობს ხელს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის, სამეცნიერო მუშაობის მაღალ დონეზე წარმართვას.
    2. ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს შემდეგი ძირითადი ციკლით:
      ფონდების ფორმირება, დამუშვება;
      საცნობარო-საძიებო აპარატის შექმნა და მკითხველთა უზრუნველყოფა საინფორმაციო–ბიბლიოგრაფიული მონაცემებით;
    3. ბიბლიოთეკა წარმართავს საქმიანობას მოქმედი კანონების, კანონქვემდებარე აქტების, უნივერსიტეტის წესდებისა და რექტორის ბრძანებების საფუძველზე.
    4. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა უქმნის ბიბლიოთეკას ფუნქციონირების აუცილებელ პირობებს, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ზრუნავს მის განვითარებაზე.
    5. ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე 9.30 სთ.-დან 18 სთ.–მდე. გარდა კვირისა.
    6. ბიბლიოთეკაში ჩასაწერად მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სტუდენტის ბილეთი.
    7. წიგნის დაკარგვის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია აანაზღაუროს დანაკარგი იგივე წიგნით ან ფულადი თანხით.

ბიბლიოთეკის ფუნქციები

    1. უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო, საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი პროცესების უზრუნველყოფა სასწავლო სახელმძღვანელოებით (ნაბეჭდი, ელექტრონული), სასწავლო და სპეციალური ლიტერატურით, პერიოდული გამოცემებით, წერილობითი და ელექტრონული ინფორმაციების სხვა საშუალებებით.
    2. საბიბლიოთეკო ფონდების რაციონალური ფორმირება და ორგანიზება, მათი დაცვა, აღრიცხვა, დამუშავება, საცნობარო-საძიებო საშუალებების შექმნა და მათი გამოყენების ორგანიზება, საბიბლიოთეკო დარგში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.
    3. სტუდენტთა, პროფესორ–მასწავლებელთა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის საბიბლიოთეკო მომსახურება, მათი უზრუნველყოფა საჭირო ლიტერატურით.
    4. სისტემატური ზრუნვა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება-გამდიდრებაზე.
    5. ბიბლიოთეკის თანამშრომელთა პროფესიული დაოსტატებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.

ბიბლიოთეკის მართვა

  1. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას მართავს გამგე, რომელსაც ნიშნავს რექტორი.
  2. ბიბლიოთეკის გამგე ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორატისა და აკადემიური საბჭოს წინაშე.

Download Template Joomla 3.0 free theme.