Gorgasali

იხილეთ განახლებული ვებგვერდი: WWW.UNIGEO.EDU.GE

Deutschland online bookmaker http://artbetting.de/bet365/ 100% Bonus.

სასწავლო უნივერსიტეტის ”გორგასალი” კურსდამთავრებულთა კლუბის დებულება

I. ზოგადი დებულებები

1. საზოგადოებრივი ორგანიზაცია სასწავლო უნივერსიტეტის ”გორგასალი” კურსდამთავრე-ბულთა და მეგობართა კლუბი (შემდგომში კლუბი) ნებაყოფლობითი, არაკომერციული საზოგადოებრივი გაერთიანებაა.
2. თავის საქმიანობაში კლუბი ხელმძღვანელობს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, წინამდებარე დებულებით, ნებაყოფლობითობის, საჯაროობისა და თანასწორუფლებისნობის პრინციპებით.

II. კლუბის საქმიანობის ძირითადი მიზნები და მიმართულებები

1. კლუბის საქმიანობის ძირითადი მიზნებია:
• უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა და სტუდენტებს შორის კავშირის დამყარება და გამტკიცება;
• კურსდამთავრებულთა ძალისხმევის გაერთიანება უნივერსიტეტის პოზიციების განმტკიცების მიზნით;
• კურსდამთავრებულთა მხარდაჭერა მათი საზოგადოებრივი მდგომარეობის განმტკიცებისა და საქმიანობის სხვადასხვა სფეროებში წარმატების მიღწევის მიზნით 
2. კლუბის საქმიანობის მიმართულებები:
• კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის სისტემის განვითარება და განმტკიცება;
• უნივერსიტეტის კავშირების დამყარება და განმტკიცება იმ ორგანიზაციებთან და წარმოება-დაწესებულებთან, სადაც საქმიანობენ კურსდამთავრებულები;
• მონაწილეობა კურსდამთავრებულთ შრომითმოწყობაში მათი კომპეტენციების გათვალისწინებით;
• კურსდამთავრებულთა მეგობრობისა და კორპორაციული კავშირების განმტკიცება, საქმიანობის სხვადასხვა სფეროებში მათი პარტნიორობისათვის ხელის შეწყობა;
• აბიტურიენტებსა და სტუდენტებს შორის შემდგომი პროფესიული ზრდის თვალსაზრისით პერსპექტული ახალგაზრდების შერჩევაში მონაწილეობა;
• კურსდამთავრებულთა, პროფესორ-ნასწავლებლებთა და სტუდენტთა თემატური შეხვედრების ჩატარება;
• საქველმოქმედო საქმიანობის ორგანიზება;
• ინფორმაციის გავრცელება კლუბის საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
• კლუბის საზოგადოებრივი აღიარების მიღწევა.

III. კლუბის წევრობა

1. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სასწავლო უნივერსიტეტის ”გორგასალი” კურსდამთავრებული, რომელიც აღიარებს წინამდებარე დებულებას და მიიღებს მონაწილეობას მის სამიანობაში.
2. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია და იწყება კლუბის საბჭოს მიერ კურსდამთავრებუ-ლის წერილობითი თხოვნის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
3. კლუბის წევრებს აქვთ თანაბარი უფლებები და მოვალეობები.
4. კლუბის წევრის მიერ წინამდებარე დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევის, ნებაყოფლობით აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობის, შეუფერებელი ქცევის და ამით კლუბის დისკრედიტაციის შემთხვევაში, კლუბის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას წევრის გარიცხვის შესახებ.
5. კლუბის წევრს აქვს უფლება:
• აირჩიოს და არჩეულ იქნას კლუბის საბჭოს შემადგენლობაში;
• მიიღოს მონაწილეობა კლუბის ნებისმიერ საქმიანობაში;
• შეიტანოს წინადადება კლუბის საქმიანობის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით;
• მიიღოს მონაწილეობა კლუბის შეკრებებში, თავისუფლად იმსჯელოს ყველა განსახილველ საკითხზე კრების მიერ მიღებული რეგლამენტის შესაბამისად;
• მიმაღთოს კლუბს თავისი ინტერესების დაცვკის მიზნით;

IV. კლუბის ხელმძღვანელი ორგანოები

1. კლუბის საქმიოანობას ხელმძღვანელობს:
• კლუბის წევრთა საერთო კრება;
• კლუბის საბჭოს თავმჯდომარე;
2. კლუბის ხელმძღვანელი ოეგანოების შემადგენლობაში შესაძლებელია მხოლოდ მისი წევრების არჩევა.
3. კლუბის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა კრება. იგი უფლებამოსილია, თუ მის მუშაობაში ღებულობს მონაწილეობას კლუბის წევრთა ნახევარზე მეტი. კრება ღებულობს გადაწყვეტილებას დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
4. კლუბის წევრთა კრება:
• ამტკიცებს კლუბის დებულებას და შეაქვს მასში ცვლილებები;
• ირჩევს კლუბის საბჭოს კრების მიერ განსაზღვრული რაოდენობით, 3 წლის ვადით;
• იხილავს და ამტკიცებს კლუბის სამიანობის გეგმებს;
• იღებს გადაწყვეტილებას კლუბის საქმიანობის შეწყვეტისა და კლუბის რეორგანიზაციის შესახებ
5. კლუბის საბჭო:
• ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას კრებეს შორის პერიოდში;
• ასრულებს კრების გადაწყვეტილებებს;
• ირჩევს თავის შემადგენლობიდან საბჭოს თავმჯომარეს 3 წლის ვადით;
• იღებს გადაწყვეტილებას კრების მოწვევის შესახებ, ამტკიცებს მის დღის წესრიგს;
• იღებს გადაწყვეტილებას კლუბში წევრთა მიღებისა და გარიცხვის შესახებ;
6. კლუბის საბჭოს თამჯდომარე:
• ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას;
• წარმოადგენს კლუბს სახელმწიფო, საზოგადოებრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მოქალაქეთა სხვა გაერთიანებებში;
• ასრულებს კლუბის მიზნებითა და ამოცანებით განსაზღვრულ ფუნქციებს.

V. კლუბის ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის წესი:

1. კლუბის საქმიანობის შეწყვეტა ხდება მისი ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის გზით, კრების გადაწყვეტილების, წინამდებარე დებულების ან მოქმედი კანონმდებლობის - სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. კლუბი უზრუნველყოფს შიდა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვასა და დაცვას.

Download Template Joomla 3.0 free theme.