Gorgasali

უნივერსიტეტი "გორგასალი" 20 წლისაა!

Deutschland online bookmaker http://artbetting.de/bet365/ 100% Bonus.

საახალწლო საჩუქარი "გორგასალი" - ს სოციალურად აქტიურ სტუდენტებსა და მათ მეგობრებს თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან

2015 წლის 21 დეკემბერს, კლუბ Loca Lounge - ში უნივერსიტეტ " გორგასალი" - ს  სტუდენტებისათვის  წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა. საღამოს ძმები სუხიტაშვილები უძღვებოდნენ. "გორგასალი" - ს სტუდენტებთან ერთად იყვნენ მათი მეგობრებიც, რომლებიც  უშუალოდ იყვნენ ჩართულნი სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. სტუდენტები მადლობას უხდიან უნივერსიტეტის რექტორს, ქალბატონ მზია ქათამაძეს ამ საახალწლო საჩუქრისთვის.

უნივერსიტეტ "გორგასალი" - ს სამოქალაქო განათლების სტუდენტური კლუბი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

უნივერსიტეტ "გორგასალი" - ს სამოქალაქო განათლების სტუდენტური კლუბი, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად 2016 წლამდე ემშვიდობება "გორგასალი" - სა და მისი მეგობარი უნივერსიტეტების სტუდენტებს. შეგახსენებთ, რომ სტუდენტური კლუბი 2015 სასწავლო წლიდან შეუდგა საქმიანობას. დღემდე არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ "გორგასალი" - ს სტუდენტებთან ერთად, ამ ღონისძიებებში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტობაც, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით. 2016 წლიდან კლუბი განაახლებს მუშაობას. სტუდენტებს ბევრი საინტერესო სიახლე ელით.

კონფერენცია "ჩვენ და ეკოლოგია"

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, მათ შორის უმრავლესობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.
მადლობა მათ საინტერესო მოხსენებებისთვის!

სრულად...კონფერენცია "ჩვენ და ეკოლოგია"

შემოქმედების ქველმოქმედება

18 დეკემბერს ჩვენს უნივერსიტეტში ჩატარდა ღონისძიება - "შემოქმედების ქველმოქმედება", რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს.
ასევე გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და ფოტოები. ღონისძიებამ საინტერესოდ ჩიარა, ამისთვის მადლობა თითოეულ მონაწილეს!
ღონისძიებაზე შემოსული თანხა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.


 

 

                 

Download Template Joomla 3.0 free theme.