Gorgasali

იხილეთ განახლებული ვებგვერდი: WWW.UNIGEO.EDU.GE

Deutschland online bookmaker http://artbetting.de/bet365/ 100% Bonus.

სტუდენტური თვითმმართველობის სამოქმედო პროგრამა

     სამუშაო გეგმა, რომელიც დავისახეთ სასწავლო უნივერსიტეტ ,,გორგასალში'' სტუდენტური თვითმმართველობის განვითარების პროგრამად, შევეცადეთ მაქსიმალურად დაგვეკავშირებინა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების პროგრამის მიზნებსა და საკითხებზე, იმ შესრულებულ თუ შესასრულებელ ამოცანებზე, რომელიც უკავშირდება თითოეულ სტუდენტს, რათა უნივერსიტეტში მიღებული განათლებისა და გამოცდილების ფონზე იგი იყოს კონკურენტუნარიანი.
   შევეცდებით გაგიზიაროთ ჩვენეული ხედვა, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის განხორციელების უფლებამოსილებას და საქმიანობის მიზნებს შეეხება.
პირველ რიგში, გვინდა ზოგადად გაგაცნოთ, თუ რას ემსახურება სტუდენტური თვითმმართველობის მიზნები:
ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტების უფლებები და კანონიერი ინტერესები, როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ისე მის გარეთ.
ბ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელი შეუწყოს სტუდენტების უფლებებისა და თავისუფლებების პრაქტიკულ რეალიზაციას.
გ) დახმარება გაუწიოს სტუდენტებს სწავლის პერიოდში, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენასა და კონკურენტუნარიან პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.
დ) შექმნას ოპტიმალური პირობები სტუდენტთა დასვენების, შრომითი მოღვაწეობის ან სხვა მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. გაამრავალფეროვნოს სტუდენტური ცხოვრება.
    შევეცდებით, ჩვენი პროგრამა ქმნიდეს რეალურ სურათს და არ იყოს აგებული საფუძველს მოკლებულ დაპირებებზე. 
დასახული მიზნების განხორციელებაში დაგვეხმარება ჩვენი გამოცდილება და საჭირო ურთიერთობები.
მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენთაგანი შეგნებით მოეკიდოს იმ საკითხს, რომ უნივერსიტეტი ,,გორგასალი'' კერძო საკუთრებაა და ჩვენ არ გვექნება ის მატერიალური შესაძლებლობა, რომელიც სახლემწიფო უნივერსიტეტებს გააჩნიათ.
    მიუხედავად ამისა, ჩვენ დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა წამოწყება, საინტერესო ინიციატივა, თუ პროექტი მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მოიპოვებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ უნივერსიტეტში რეალურად ფუნქციონირებდეს სტუდენტური თვითმმართველობა და იყოს აქტიური, სტუდენტური ცხოვრება.
    შევეცდებით ჩვენი თანამშრომლობა თითოეულ თქვენთაგანთან მინიმუმიდან მაქსიმუმის კეთების შანსს იძლეოდეს.
უნივერსიტეტში პირველადი მნიშვნელობის საკითხია აკადემიური ცოდნა, რომლის ინტერესის გაზრდაზეც გარკვეულ წვლილს შეიტანს სტუდენტური თვითმმართველობა. ( ვინაიდან იქნება პროფესიული ვიქტორინები, ინტელექტუალური თამაშები და ა. შ) და ყველა შემთხვევაში ხაზგასასმელი ფაქტორია თეორიული ცოდნა. გარდა ამისა, სტუდენტური თვითმმართველობის წევრების აკადემიური მოსწრების შეფასებები ეტაპობრივი მონიტორინგის ქვეშ განიხილება .
    უნივერსიტეტ ,,გორგასალში'' არსებობს ოთხი ფაკულტეტი, სტუდენტურ თვითმმართველობაში თითოეულ ფაკულტეტს ეყოლება დებულებით განსაზღვრული ფაკულტეტის დელეგატი, რომელიც გაუძღვება ფაკულტეტის საქმიანობას და პასუხისმგებელი იქნება თავისი უფლებამოისილების ფარგლებში.
     სტუდენტურ თვითმმართველობაში დასახული მიზნების აღსრულებისათვის შევქმნით შემდეგ ჯგუფებს: 
ა) განათლებისა და მეცნიერების
ბ) კულტურის
გ) ტურიზმის
დ) სპორტის 
    განათლების და მეცნიერების ჯგუფი ორგანიზებას გაუწევს დებატებს, დისკუსიებს, ინტელექტუალური თამაშებს, კონფერენციებს და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს. კულტურის ჯგუფი განახორციელებს თეატრალურ, კულტურულ, შემოქმედებით და სხვადსხვა სახის ღონისძიებებს. 
     სპორტის ჯგუფი განახორციელებს შეჯიბრებებს, ჩემპიონატებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ითანამშრომლებს სპორტის დეპარტამენტთან და ცალკეულ სპორტის სახეობათა ფედერაციებთან. ტურიზმის ჯგუფი დაგეგმავს ლაშქრობებს, ექსკურსიებს, სტუდენტთა დასვენებისა და განტვირთვისათვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიებებს.
   სტუდენტური თვითმმართველობის ფარგლებში შეიქმნება პროფესიული განვითარების კარიერული ცენტრი, რომელიც თითოეულ სტუდენტს დიდ დახმარებას გაუწევს პროფესიულ და საზოგადოებრივ პირველობაში. კერძოდ, მოეწყობა სხვადასხვა სახის ტრენინგები: პიარი, პრეზენტაცია, სტრეს მენეჯმენტი, cv-ის შევსება, სამოტივაციო წერილის წერა, Leadership და ა.შ. გარდა ამისა, კარიერული ცენტრი გააერთიანებს შმდეგ სექციებს: იურიდიული კლინიკა, ჯანდაცვის კლინიკა, პიარის სამსახური. 
     სტუდენტების შემოქმედებითი რეალიზაციისათვის და მათი ჩართულობისათვის სასურველია ყოველთვიურად, უნივერსიტეტის სახელით იბეჭდებოდეს გაზეთი, რომელშიც ასახული იქნება, ის ღონისძიებები რომელიც განხორციელდა თვის განმავლობაში უნივერსიტეტში და გამოქვეყნდება ყველა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება სასწავლო უნივერსიტეტ ,,გორგასლის'' სტუდენტურ საზოგადოებას. თბილისის სასწავლო უნვერსიტეტ ,,გორგასალი''-ს სტუდენტური თვითმმართველობა აქტიურად ითანამშრომლებს სხვადასხვა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტურ თვითმმართველობებთან და განახორციელებს მათთან ერთად ერთობლივ პროექტებს.
    ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად კონკურენტუნარიანი უნივერსიტეტის დიპლომს დავიჭერთ ხელში უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ. ამ კონკურენციის ამაღლებაში კი ვფიქრობთ ლომის წვლილი სტუდენტებს მიუძღვით. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით დაკისრებული პასუხისმგებლობა ბოლომდე შევასრულოთ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის განხორციელებაში გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი.
     თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ ,,გორგასალის'' სტუდენტური თვითმმართველობის 2012-2013 სასწავლო წლის სამოქმედო პროგრამა:
1. სტუდენტური დღეები;
2. სპორტული ღონისძიებები ;
3. ტრენინგები;
4. ინტელექტუალური თამაშები;
5. მრგვალი მაგიდა;
6. კონფერენციები;
7. კულტურული ღონისძიებები;
8. Workshop-ები;
9. საზოგადო მოღვაწეებთან და ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები;
10. ექსკურსიები, ლაშქრობები და სხვა მსგავსი სახის ღონისძიებები;

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი:

დათო თორია
03.05.2012

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი “გორგასალის” სტუდენტური თვითმმართველობის 2012-2014 სასწავლო წლის აქტივობები იხილეთ სრულად

იხილეთ: პრეზენტაცია 1

იხილეთ: პრეზენტაცია 2

იხილეთ: პრეზენტაცია 3

Download Template Joomla 3.0 free theme.