Gorgasali

იხილეთ განახლებული ვებგვერდი: WWW.UNIGEO.EDU.GE

Deutschland online bookmaker http://artbetting.de/bet365/ 100% Bonus.

ჯანმრთელობის დაცვის ფაკულტეტის დეკანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი

მარინა შაქარაშვილი

ფაკულტეტის შესახებ

თბილისის სასწავლო უნივერსტეტი „გორგასალის“ ჯანმრთელობის დაცვის ფაკულტეტი წარმატებით ფუნქციონირებს 1997 წლიდან.

ფაკულტეტი ანხორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს: 1. დიპლომირებული სტომატოლოგი; 2. ფარმაცია.

ფაკულტეტის მისიაა: საკუთარი წვლილის შეტანა საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის განვითარების სფეროში - სტუდენტთათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლების მიცემა, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების გამოშვება, რომლებიც დააკმაყოფილებენ, როგორც ქვეყნის შიდა, ისე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

ჩვენი დევიზია: Tantum possimus, quantum scimu - იმდენი შეგვიძლია, რამდენიც ვიცით

დიპლომირებული სტომატოლოგის პროგრამა შედგენილია საუნივერსიტეტო სამედიცინო სფეროში შემუშავებული მოთხოვნების გათვალისწინებით და ეყრდნობა ქართული, ეროვნული სტომატოლოგიური სკოლის და ევროპის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო და პედაგოგიურ გამოცდილებას.

ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის ზუსტი ანალოგი არ არსებობს, თუმცა მსგავსი პროგრამა ხორცილედება მსოფლიოს წამყვან უნივერისტეტებში.

სასწავლო პროცესის განსახორციელებლად გამოიყენება თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის "გორგასალი" სასწავლო კეთილმოწყობილი აუდიტორიები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბიბლიოთეკა, ინტერნეტის ქსელში ჩართული და ტრადიციული პროგრამების პაკეტით აღჭურვილი უახლესი კომპიუტერული კლასები.



ჯანდაცვის ფაკულტეტის დებულება



 

დიპლომირებული სტომატოლოგიის საგან. პროგრამა 2014-19
(პროგრამა აკრედიტებულია: საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომის ოქმი №19 25.07.2014)

საბაკალავრო პროგრამა ფარმაციაში

აკადემიური პერსონალი

Download Template Joomla 3.0 free theme.